დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესმენი პროკურატურას უმოქმდობაში ადანაშაულებს
2013/04/24 12:36:28

ქუთაისელი ბიზნესმენი სერგო ჩივაძე პროკურატურას უმოქმედობაში სდებს ბრალს. მან დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან აქცია გამართა. აქციის დევიზი იყო „ხმა მთავარ პროკურორს“. ჩივაძე ცდილობს, ამ ხერხით მიაწვდინოს ხმა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, რათა ორი წლის წინ დაწყებულმა გამოძიებამ დასრულებული სახე მიიღოს. საქმე ეხება საამშენებლო კომპანიას, რომლის მეწილეც ჩივაძე იყო და მისივე თქმით, დანარჩენმა მეწილეებმა თაღლითური გზით ჩამოართვეს ამ კომპანიას. 

„2010 წლიდან საოლქო პროკურატურა უშედეგოდ აწარმოებს ჩემ  საქმესთან დაკავშირებთ გამოძიებას, რომელსაც ისეთი პროკურორები ზედამხედველობენ, რომლებიც თვითონ არიან დამნაშავენი. რის გამოც ამ საქმეზე დღემდე არანაირი წინსვლა არაა. გამოძიება არის შეჩერებული, არც ერთი მოწმე არ არის დაკითხული, ზემდეგმა პროკურორმა, რომელიც აწარმოებს საპროკურორო ზედამხედველობას, ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ საქმე ჯერ წაკითხულიც არ აქვს და არ მიმდინარეობს გამოძიება, რის დამადასტურებელი  აუდიო-ჩანაწერი გამაჩნია. მაინტერესებს, რატომ აყოვნებენ 4  მილიონ ლარიანი ქონების საქმეს გამოძიებას. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ გამომძიებელი, რომელსაც 3000 ან 4000 ლარი აქვს ხელფასი,  საქმის გამოძიებას ბოლომდე ვერ მიიყვანს,“ - განაცხადა სერგო ჩივაძემ.

ჩივაძე ითხოვს, რომ საქმის გამოძიებაში ის უშუალოდ ჩართონ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი ზედამხედველობით საქმე დასრულებულ სახეს მიიღებს და დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია