დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეოცნებე“ ვანელი დეპუტატი ცრუობს?!
2013/03/01 15:22:27

22 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლურთქიფანიძე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ  საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდა, სიცრუე უწოდა და მაგალითად ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მოიყვანა, რომლის აღდგენა-რეკონსტრუქციისათვის  ბიუჯეტიდან,  მისი თქმით, 7 მილიონი ლარი გამოიყო.

„ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 21 თებერვალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად მოვინახულეთ. მუზეუმის რეკონსტრუქციისათვის გამოიყო 7 მილიონი ლარი, აქედან 2 მილიონი მოხმარდება მხოლოდ ექსპონატების დარბაზს, ხოლო პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერებულია, არის სიცრუე“. 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის აღდგენა-რეკონსტრუქციისათვის 7 მილიონის გამოყოფას არ ადასტურებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სამინისტროს მიერ „P.S.“-სთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია:

„პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება. მიმდინარეობს მისი პროექტირება და, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი მისი ღირებულება. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ პროექტი განხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინატებით.“

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა, სწორედ ამ მუზეუმში ინახება 1885 წლიდან ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა.

 

თათია ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია