დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ზეწოლის ფაქტებს ეხმაურება
2013/05/14 00:10:03

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში მოინახულეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფი შვიდი პირი. ისინი  მათზე განხორციელებულ ფსიქოლოგიური ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ. საია აღნიშნული ფაქტების გამოძიებას ითხოვს და ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 "პატიმრობაში მყოფი პირებიდან ოთხი აცხადებს, რომ ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვის დროს, პროკურორ შოთა რიჟამაძისა  და გამომძიებლების მხრიდან მათზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაკითხვა იწყებოდა საღამოს საათებში და გრძელდებოდა ზოგჯერ 8 საათის განმავლობაშიც კი. პატიმრობაში მყოფი პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოდულის შენობაში დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ ყოფნა, უშუალოდ დაკითხვის პროცესი მხოლოდ საათი ან საათნახევარი გრძელდებოდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის დაკითხვა მოწმის სტატუსით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა. პატიმრობაში მყოფმა პირებმა საქმეში მონაწილე პროკურორის შ. რიჟამაძის მხრიდან ზეწოლაზე სასამართლოს წინაშეც განაცხადეს და მისი საქმიდან აცილებაც მოითხოვეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.  ასევე, უცნობია მოჰყვა თუ არა რაიმე რეაგირება დაკავებული პირების მიერ ზეწოლასთან დაკავშირებულ განცხადებებს.

 ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პირის მოწმის სტატუსით დაკითხვისას, მითუმეტეს, როდესაც აღნიშნულ ჩვენებას შესაძლოა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება მოჰყვეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადვოკატის მონაწილეობა. საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულება კი სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევას წარმოადგენს"- აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 იურისტების განმარტებით, საქმის რეზონანსულობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს. საია სასამართლო პროცესების მონიტორინგს განახორციელებს.

 შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო  შ.პ.ს. "მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები განსაკუთრებით  დიდი ოდენობით სახელმწიფოს  თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით დააკავა.

 "2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა  დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. მხილებულმა პირებმა  დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე,  რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის", - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია