დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ
2013/02/07 11:24:03

ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ ოქრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მათი ფრაქცია პრეზიდენტის უფლებამოსილების ლიმიტირებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ, უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატები, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის უფლებამოსილების ლიმიტირების შესახებ საკონტიტუციო ცვლილებას, შემდეგი არგუმენტების საფუძველზე: არსებული კანონმდბელობით პრეზიდენტს გააჩნია გადამეტებული უფლებამოსილება. მას შეუძლია გარკვეული პროცედურების შემდეგ ერთპიროვნულად დაითხოვოს საქართველოს მთავრობა და ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი. ერთპიროვნულად დაინიშნოს მთავრობა, რაც მიგვაჩნია დემოკრატიული პრინციპების ხელყოფად. ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ მთავრობას უნდა უნარჩუნდებოდეს უფლებამოსილება. არ შეიძლება, ქვეყნის მთავრობას ამტკიცებდეს ერთი პიროვნება, თუნდაც ეს იყოს პრეზიდენტი. ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოველთვის სუბიექტურია და შეიცავს რისკს, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესებს და იგნორირებულია ქვეყნის და საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესები. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, ჩვენ შევდივართ პოლიტიკურ კრიზისში “, – განაცახდა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი შეიძლება, გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში და ამის მაგალითად დეპუტატმა 1990-იანი წლები მოიყვანა.
ოქრიაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის თემა.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობას, დეპუტატის განცხადებით, ამის განმტკიცება პარლამენტის დადგენილებითაც შეიძლება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია