დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ვანოს ცოცხები" - სკანდირებენ ქუთაისის სასამართლოსთან
2013/05/22 15:20:30

ქუთაისის სასამართლოსთან აქციის მონაწილეები დილიდანვე იკრიბებიან და ამ დრომდე რჩებიან. თავდაპირველად, იქ ყოფილი პოლიტმატიმრები მივიდნენ. მათი განცხადებით, ისინი დააკვირდებიან თუ როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი. მოგვიანებით, მათ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, ადა მარშანია და სოსო მანჯავიძე შეუერთდნენ. აქტივისტებმა ცოცხებით ხუთიანი გამოსახეს და სკანდირებდნენ: "ვანოს ცოცხები."

სასამართლოზე მისვლას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც. მათ პარლამენტის შენობაში გამართეს სპეციალური ბრიფინგი, სადაც გამოთქვეს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქციის მონაწილეები მათი მისამართით პროვოკაციას გამოიყენებენ, და მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად განმუხტონ სიტუაცია.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია