დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უმრავლესობა“ დღეს არკვევს, რატომაა უარზე „უმცირესობა“...
2013/02/06 14:21:11

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. საპარლამენტო უარავლესობაში შემავალი ფრაქციის ხელმძღვანელებმა მოითხოვეს დღევანდელ სხდომაზე გამართულიყო დებატები თემაზე – რატომ არ უჭერს მხარს უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს. საპარლამენტო უმრავლესობა მოითხოვს, რომ უმცირსეობამ ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

უმცირესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დებატების გამართვის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ვერ შეაგროვა საკმარისი რაოდენობა საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე დეპუტატებისა და ამიტომ, ნაცვლად პლენარულ სხდომაზე ცვლილებების განხილვის დაწყებისა, დღეს დებატებს მართავს. უმცირესობა აპირებს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება.

ნაციონალი დეპუტატები აცხადებენ, რომ უმრავლესობა პოლიტიკური ზეწოლით ცდილობდა ხმების შეგროვებას, რაც ვერ მოახერხეს.

სერგო რატიანი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი:  „დღეს არ გამოდის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები იმის გამო, რომ,  მიუხედავად ზეწოლისა, უმრავლესობამ ვერ მოაგროვა საჭირო ხმები. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას.“

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ, თუკი უმცირესობა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მათ სახეს საბოლოოდ გამოააშკარავებს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია