დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს...“ – ილია მეორე
2012/09/26 15:25:57

25 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიისა და სხვა სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრის დროს საქართველოს პარტიარქმა ილია მეორემ განაცხადა:

„ამას ამბობენ, რომ იმართლებენ თავს, ვინც ამას აკეთებს, ვინც სტანჯავს, ვინც აწამებს, რომ ისინი მკვლელებია, ისინი ცუდის გამკეთებლებია. მე არაერთხელ გავაფრთხილე ქალბატონი კალმახელიძე, რომ დედობა გაუწიე-მეთქი პატიმრებს, პატიმრებს ნუ აწამებთ-მეთქი. ასევე, სხვა თანამშრომლებს ვაფრთხილებდი, მაგრამ, ალბათ, ეს არ იყო საკმარისი და ისინი მაინც აგრძელებდნენ და აგრძელებენ აი ამ საშინელებას...“

„ვერაფრით ვერ გამართლდება ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს. ეს არის დანაშაული და უდიდესი ცოდვა წინაშე ღვთისა და ხალხის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, თუ ადამიანმა გააკეთა ეს საშინელება, უნდა მოინანიოს და თუ არ მოინანია, ეს ცოდვა გადადის თაობიდან თაობაზე. წინაპრების ცოდვა მოეკითხება შვილებს და შვილთაშვილებს. 

ცოდვა ეს ხორცმეტია. ცოდვა ამონავებს ადამიანს და საშიში მდგომარეობაა მაშინ, როცა ცოდვა ხდება შენთვის სასიამოვნო, როცა ადამიანი კმაყოფილდება და ურიგდება ცოდვას.

ზოგიერთი ვერ გრძნობს ამ ცოდვების სიმძიმეს და იმართლებს თავს და პირიქით, ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ამბობენ არჩევნები გაივლის და მერე ჩვენ გიჩვენებთ, რასაც გავაკეთებთ...“ 

„არიან უკვე ახალი პატიმრები, აპატიმრებენ ვინც აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ და მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს ხალხი, ახლად დაპატიმრებულები უნდა გამოუშვან, იმიტომ, რომ ეს ქმნის ახალ ტალღას, წინააღმდეგობას, მტრობას და ასევე ავადმყოფები.“  

„ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ნება დაერთოთ და მუდმივად დაგვენიშნა კაპელანები, მოძღვრები ციხეში და ამაზე უარი გვითხრეს... 

...მე მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიღუპება, გამოვა ამ მძიმე ცოდვებიდან იმიტომ, რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის.” –განაცხადა პატრიარქმა.

(ბ.ი.)

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია