დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახლად „განაციონალებულ“ ქუთაისის საკრებულოს წევრს პრეზიდენტი ესტუმრა
2013/01/16 15:44:54

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში საკრებულოს წევრ გიორგი გოგელაშვილს შეხვდა. გოგელაშვილი საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი იყო და ამჟამად „ნაცონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრობა გადაწყვიტა. პრეზიდენტმა საკრებულოს დეპუტატს მადლობა გადაცხადა და შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაფერი შემოტრიალდება, თუმცა, მთავარია, ამ პერიოდში საქართველომ მინიმალური ზიანი მიიღოს.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუერთდით. ამას ვამბობ, როგორც პარტიის ლიდერი და როგორც პრეზიდენტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ეფექტური მთავრობა და ეფექტური ოპოზიცია. ადგილობრივ თვითმმართველობებზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, ის, რომ ქუთაისის საკრებულოს სამი დეპუტატი „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოუერთდა, ჯერ ერთი – აჩვენებს იმას, რომ ქუთაისლები მაგარი ხალხი ხართ, მეორე ის, რომ ალბათ, ამ ქალაქში ამ ორგანიზაციის ხელახალი გაძლიერება უნდა დაიწყოს და, რაც მთავარია, ყველა ერთად უნდა ვზრუნავდეთ ამ ქალაქზე. ის, რომ თქვენ ზეწოლის არ შეგეშინდათ და თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, თავისთავად მომავლის იმედით მავსებს, იმიტომ, რომ ყველანაირი სიძნელე დროებითია. ყველაფერი უკან შემოტრიალდება და თავის რიგზე დადგება, მთავარია, რომ ქვეყანამ ამ პერიოდში მინიმალური ზიანი მიიღოს. ასე მგონია მე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1766
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია