დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია თევდორაძე: „საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა აქვს, ვინც არის ეს ადამიანი“
2013/05/21 14:49:50

დღეს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ პარლამენტში შეიტანა რეზოლუცია, რომელიც სპორტის სასახლეში 19 მაისს გამართულ ყოფილ პოლიტპატიმართა მიერ ორგანიზებულ ყრილობაზე მიიღეს. კაკაბაძე აცხადებს, რომ პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულობებს შეისწავლის.

კაკაბაძის მიერ პარლამენტში შეტანილ რეზოლუციას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია თევდორაძე შემდეგნაირად ეხმიანება: „კაკაბაძის პერსონის გარშემო არ არის საჭირო ჩემი საუბარი. საზოგადოებას ნათელი წარმოდგენა აქვს, ვინც არის ეს ადამიანი. ეს ყველაფერი მარაზმას ემსგავსება. დიდი კამპანია არის „ნაციონალების“ წინააღმდეგ. მინდა, ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დიდი შეცდომები, რისთვისაც მას გარკვეული ვერდიქტი გამოუტანა საზოგადოებამ პირველ ოქტომბერს.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1877
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია