დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია ნოდიას და ნინო დარასელის ორგანიზაციები პრეზიდენტის მიერ გამოყოფილ 1 000 000 ლარს განკარგავენ
2013/01/07 09:33:05

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა“ და „ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გია ნოდია დაგეგმილ პროექტებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამ პრესკონფერენციის გამართვას აპირებს, სადაც განსახორციელებელ პროექტზე გააკეთებს განცხადებას.

 რაც შეეხება „ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდს“, მისი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნინო დარასელი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება და საქართველოში 14 იანვარს დაბრუნდება.

საინფორმაციო სააგენტო „პირWელთან" საუბრისას დარასელის დედამ, ყოფილმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა: „როგორც ვიცი, ნინოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადი წარდგენილი ჰქონდა, მაგრამ რა შედეგი მიიღო, ვერ გეტყვით. ზოგადად კი შემიძლია, გითხრათ, რომ „ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს“. 

„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, კონკურსი გასული წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებების შეტანა 23 დეკემბრის 16:00 საათამდე შეეძლოთ.

კონკურსის ფარგლებში, განხილული იქნა საკონკურსო წინადადებები იმ პროექტებზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებისკენ, აგრეთვე დამოუკიდებელი მედიის განვითარების შემდგომი ხელშეწყობისაკენ იყო მიმართული.

კონკურსის პირობების თანახმად, შერჩეული საკონკურსო წინადადების საფუძველზე შექმნილი პროექტი (შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, 1 000 000 (მილიონი) ლარით დაფინანსდება მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. 

საკონურსო კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე იყო. წევრები კი პრეზდენტის მრჩევლები ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ნატალია ყანჩელი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1742
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია