დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის თანამდებობა ნინა ხატისკაცს შესთავაზა
2012/11/07 13:56:57

დღეს უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა სახალხო დამცველად ნინო ხატისკაცის დანიშვნას დაუჭერს მხარს. თავის დროზე, ნანა ხატისკაცმა განაცხადა, რომ თუკი არასამთავრობო სექტორის ნაწილის მიერ სახალხო დამცველად შეთავაზებული თამარ გურჩიანის კანდიდატურა არ იქნება პარლამენტში განხილვის საგანი, იგი თანახმაა, დაიკავოს ეს პოსტი.

როგორც ცნობილი ხდება, უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე თამარ გურჩიანის კანდიდატურის დასახელებას არ აპირებდა და ამიტომაც ნინო ხატისკაცი შეთავაზებას დათანხმდა. 
„ჩემი კანდიდატურა ერთადერთი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის, რომელზეც პოლიტიკური თანხმობა არსებობდა. მე ჩემი კანდიდატურა გურჩიანის სასაგებლოდ მოვხსენი, თუმცა განმიმარტეს, რომ მას პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონდა და გურჩიანის კანდიდატურა უმრავლესობაში არ განიხილებოდა", - აღნიშნა ხატისკაცმა. 

წინასწარი ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ხატისკაცის კანდიდატურის დასახელებას სამი საპარლამენტო ფრაქცია აპირებს. 
თავად ნინო ხატისკაცი კი უმრავლესობას ხვალ შეხვდება.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია