დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტებს ეთიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს
2012/09/19 12:37:13

პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა  და წამების ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ” რეალ ტვ” აშუქებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული ტელეკომპანიები სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ქმედება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს: ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას;

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა ტელეკომპანიამ უნდა დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და უნდა გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია