დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტების მშვიდობიანი აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით
2012/05/24 14:51:38

ხვალ, 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში - ქალაქების მერიის წინ, გორში - გამგეობის წინ, კახეთში - პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორია, ქუთაისში - პარლამენტის  მიმდებარე ტერიტორიაზე, ოზურგეთში - კინოს მიმდებარე ტერიტორია, ლანჩხუთში - ქალაქის მთავარ ბაღში, აჭარაში - ევროპის მოედანზე, გაიმართება ჟურნალისტების მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია.

აქციის ორგანიზატორების  განცხადებით, ჟურნალისტების მოთხოვნაა:
შეწყდეს ჟურნალისტების დევნა ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან, არ ჰქონდეს ადგილი ხელშეშლის ფაქტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს;
დაიწყოს გამოძიება ბოლო დროს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლის ფაქტებზე.

აქციას სახელწოდებით - „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები” – ასობით ჟურნალისტი უერთდება სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია