დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საია: ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ დაწყებული გამოძიება მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს
2013/05/08 14:45:07

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა გვამების ექსპერტიზის დაწყების პროცესს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ დაწყებული გამოძიება ობიექტური, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების მოთხოვნებს ვეო აკმაყოფილებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს და იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც გამოძიების პროცესში შეინიშნება.

ასოციაცია მთავარ პრობლემად საქმის კვალიფიკაციას, გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და დაზარალებულთა უფლებების დაცვას ასახელებს.

საია წერს, რომ გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, გ და ი პუნქტების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მძევლად ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს. მაშინ, როცა სახელმწიფოს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, შეიარაღებული დაჯგუფების წევრების სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაატაროს ეფექტური და ოფიციალური გამოძიება სიცოცხლის ხელყოფის იმ ფაქტებზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების შედეგად დადგა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითხოვს არამხოლოდ იმ სახელმწიფო მოხელეების ქმედების შეფასებას, რომლებმაც უშუალოდ გამოიყენეს ლეტალური ძალა, არამედ თუ როგორ მოხდა სპეცოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება. ამიტომ გამოძიების წარმართვა მხოლოდ სსკ-ს 144-ე მუხლის საფუძველზე არასაკმარისია,“ - ნათქვამია საიას განცხადებაში.

გარდა ამისა, საია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების გამოძიების დროს, სახელმწიფოს მაღალი პასუხისმგებლობა და გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრების ინფორმირების ვალდებულება ეკისრება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის დეკემბრიდან, საია ინტენსიურ წერილობით კომუნიკაციას აწარმოებს გამოძიებასთან, თუმცა მათ მიერ წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები გამოძიებას არ გაუთვალისწინებია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია