დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი ქუთაისში
2012/04/23 12:00:42

19 აპრილს ადამიანის უფლებათა სახლში სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მედიის წარმომადგენლებსა და ქუთაისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს შეხვდა. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს.

 

„არც თუ ისე დიდი დრო გავიდა, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ანგარიში და, აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ქუთაისში, ადგილობრივი არასამთავრობოებისათვის არა მარტო წარმედგინა ახალი ანგარიში, არამედ მომესმინა მათი შენიშვნებიც. მე არ მინდა, რომ ჩვენი საქმიანობა კონცეტრირებული იყოს მხოლოდ დედაქალაქზე, მიუხედავად იმისა, რომ სათაო ოფისი იქ არის. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობას,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველმა დეტალურად ისაუბრა სასამართლოსა და ჟურნალისტების ურთიერთობაზე, ასევე შეეხო ჯანდაცვის სისტემასაც, ქუთაისში „ჰერკულესის“ ქარხნის მუშების აქციას, საპატიმრო დაწესებულებებში არსებულ გაუსაძლის პირობებს, რომლის მთავარი მაგალითი ქუთაისის ? 2 დაწესებულებაა. შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

„კარგია, რომ უკვე ტრადიციად იქცა სახალხო დამცველის ვიზიტი ქუთაისში, დღევანდელი შეხვედრით კიდევ უფრო ინფორმირებული ვიქნებით სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. ასევე, რა თქმა უნდა,  ვისაუბრებთ ქუთაისში არსებულ პრობლემებზე, რაშიც ვგულისხმობ როგორც კანონდარღვევებს, ასევე ადამიანის უფლებების შელახვას,“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონული კორდინატორი თეონა გოგიშვილი. 

„მოხარული ვარ სახალხო დამცველის ვიზიტით, რადგან ის არის გარანტი ადამიანების უფლებების დაცვისა. ვისურვებდი, ის ქუთაისს კვარტალში ერთხელ, ან თუნდაც ექვს თვეში ერთხელ სტუმრობდეს.  სახალხო დამცველის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, უკვე ჩვენ შეგვეძლება  დავუსვათ ყველა ის შეკითხვა, რაც გვაინტერესებს. მე პირადად აუცილებლად ვკითხავ სასამართლოს სისტემასა და იქ არსებულ დარღვევებზე,“ - აღნიშნა ასოციაცია „საჩინოს“ ხელმძღვანელმა ზურაბ ხურციძემ.

სახალხო დამცველმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტის უფლებების დარღვევებზე, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებზე. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი ტუღუში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ხოლო შემდეგ ბათუმში ანალოგიური ვიზიტით გაემგზავრა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია