დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზეწოლა პრესის გავრცელებაზე
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/01/05 10:59:00

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მუდმივად ხორციელდება ზეწოლა ოპოზიციური პრესის გავრცელებასთან დაკავშირებით იმ პირთა მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ჟურნალ გაზეთების რეალიზაციას. აღნიშნული ქმედებით  საფრთხე ექმნება დამოუკიდებელი მედიის არსებობასა  და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში.

 

გთავაზობთ ინტერვიუს  დასავლეთ საქართველოს პრესის გავრცელების სააგენტოს ხელმძღვანელთან ბატონ ნუგზარ კაკაურიძესთან

 

ბატონო ნუგზარ მოგესალმებით, როგორც ვიცი პრესის გავრცელების სააგენტოს ხელმძღვანელი ბრძანდებით,  გექმნებათ თუ არა წინააღმდეგობა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას?

 

დიახ, მე უკვე მრავალი წელია ვფლობ პრესის გავრცელების სააგენტოს, არასასიამოვნო ტენდენციები 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლება უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით ცდილობს ჩვენზე ზეწოლას, რათა არ  განვახორციელოთ ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და არ მივაწოდოთ მოქმედი ხელისუფლებისათვის არასასურველი ჟურნალ-გაზეთები მოქალაქეებს.

 

ბატონო ნუგზარ ძალიან სერიოზულ განცხადებას აკეთებთ, გთხოვთ, გვითხრათ თუ რაში გამოიხატება კონკრეტულად ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლა?


 სასაუბრო ბევრი მაქვს, ალბათ ერთ დღესაც მოვიწვევ  პრესკონფერენციას და ყველა ფაქტს საჯაროდ გავაჟღერებთ, რადგან ასე აღარც მუშაობა შეიძლება და აღარც ცხოვრება. თუმცა, რაც შეეხება თქვენს კითხვას იყო რამოდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება უკანონოდ ცდილობდა ჩემი კომპანიის საქმიანობაში ჩარევას, კერძოდ, მთავაზობდნენ ფულად თანხებს, რათა საარჩევნო პერიოდში არ განმეხორციელებინა ოპოზიციური პრესის გავრცელება ჩვენს ობიექტებში, როდესაც თანხის შეთავაზების წინადადებამ არ გაჭრა ისინი გადმოვიდნენ ღია მუქარაზე, მუქარის შემდეგ კი განახორციელეს ძალადობრივი ქმედებები. კერძოდ, რამდენჯერმე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა ჩემი კომპანიის თანამშრომლებზე, რა დროსაც მათ მიერ განადგურებული იქნა კომპანიის კუთვნილ ავტომობილებში არსებული ჟურნალ-გაზეთები, რის შედეგადაც ვერ შევძელით პრესის გავრცელება და გარდა ამისა, მოგვადგა როგორც მორალური ასევე, მატერიალური ზიანი/ ( ყველა ამ ფაქტს   ბრიფინგზე დეტალურად გავაჟღერებ )


ბატონო ნუგზარ, როდის აპირებთ ბრიფინგის  მოწვევას?

 

უახლოეს დღეებში გავავრცელებ პრესრელიზს და ყველა  ჟურნალისტი მიიღებს ინფორმაციას ბრიფინგის გამართვის თარიღისა და დროის შესახებ.

 

ბატონო ნუგზარ ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით,  რომ განხორციელდა რაღაც მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც დაკავშირებულია თქვენი კომპანიის მუშაობასთან.

 

დიახ, განხორციელდა მორიგი თავდასხმა ჩემი კომპანიის თანამშრომლებზე, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში    ავრცელებენ პრესას. ჩემი თანამშრომლები არიან უკიდურესად შეშინებულნი და შესაბამისად არ აპირებენ საჩივარი შეიტანონ მომხდარი ფაქტის  შესახებ,  თუმცა, მე  როგორც კომპანიის დამფუძნებელმა უკვე დავუკავშირდი პოლიციას და ვაცნობე მომხდარი ფაქტის შესახებ. ზოგადადაც მტკიცედ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ გავჩერდე და არ შევინარჩუნო დუმილი  მაშინ, როდესაც ჩემი კომპანიის მიმართ ხორცილდება მსგავსი უკანონო მოქმედებები. მე მათ ყველას  ვამხელ, დროა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია