დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით კირვალიძე ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
2013/04/30 19:27:29

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა და სოფლის მეურნეობაში არსებული ვითარება გააცნო.

დავით კირვალიძემ სტუმრებს მთავრობის ხედვა და ის ძირეული ცვლილებები გააცნო, რის განხორციელებაც იგეგმება დარგის შემდგომი განვითარების მიზნით.მინისტრის თქმით, დღეს ხელისუფლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულია არა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, არამედ – პრაქტიკულად. შეხვედრაზე დავით კირვალიძემ განსაკუთრებული ყურადღება  ამჟამად მიმდიანარე პროექტებზე გაამახვილა.

„ჩვენი მოსახლეობის 54% სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთარი შრომით  შეძლონ ოჯახების გამოკვება და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება“, - განაცხადა მინისტრმა.

 ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა   დადებითად შეაფასეს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. ესტონელი პარლამენტარების თქმით, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიდინარე პროექტები, როგორიცაა  მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისა  და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტები ქართველი ფერმერებისთვის სერიოზული სტიმულია და მათი ეფექტური რეალიზაცია სრულიად შეცვლის სოფელში არსებულ რეალობას. „ესტონეთს აქვს კარგი გამოცდილება სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და მოხარულები ვართ გავუზიაროთ ეს გამოცდილება ჩვენს ქართველ კოლეგებს“,  - განაცხადა შეხვედრაზე  ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

შეხევდრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მაღალი შეფასებებისთვის და იმ ინტერესისთვის, რომელსაც ესტონეთის პარლამენტი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართ იჩენს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია