დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჰუმანური აქტი თუ „ჯაბას ამნისტია“?
2012/12/29 18:34:36

საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ უმრავლესობით დაძლეულ ამნისტიის კანონს მიხეილ სააკაშვილმა „სამარცხვინო ამნისტია“ უწოდა. დღეს კი ამნისტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა შეაფასა და იგი ჯაბა იოსელიანის დროს განხორციელებულ ამნისტიას შეადარა. 

"ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთგზის განგვიხორციელებია პატიმრის შეწყალება, თუმცა ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე არ შექმნოდა. გუშინ საქართველოს ისტორიაში მოხდა არნახული ამნისტია. მსგავსი ამნისტია საქართველოში ბოლოს ჯაბა იოსელიანის დროს განხორციელდა. ე.წ. ჯაბას ამნისტიამ რა შედეგამდე მიგვიყვანა, ყველამ კარგად იცის", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში 90-იანი წლები არ გამეორდეს.

"ვიცი, რა ფასად დაუჯდათ პილიციელებს ნარკომოვაჭრეებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან, უცხოეთის ჯაშუშებთან ბრძოლა და მათი დაკავება. მინდა თითოეულ პოლიციელს მოვუწოდო, გული არ გაიტეხონ და კვლავ სერიოზული შემართებით გააგრძელონ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენი ვალია, საქართველოში არ დავუშვათ 90-იანი წლების გამეორება", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1468
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია