დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნუ მოკლავ თავისუფალ მედიას!
"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება!" - ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/07/06 12:12:53

 

5 ივლის მომხდარი ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად იმერეთში მოქმედმა მედია საშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისში, თეატრის წინ საპროტესტო, სოლიდარობის აქცია გამართეს. მათი მთავარი სლოგანი იყო "არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" .


აქციის მონაწილეთა თქმით, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები წახალისებული იყო ხელისუფლებისგან.


ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მედია იყოს თავისუფალი.



როგორც ცნობილია, გუშინ, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს ძალადობა განხორციელდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია