დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
50%+1 – ვინ გაიმარჯვებს ქუთაისის მერობის საარჩევნო მარათონში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/13 12:11:23

ქუთაისი იმ 12 თვითმმართველ ქალაქს შორისაა, სადაც 15 ივნისის არჩევნებზე მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა საარჩევნო სიების შედგენა დაასრულა, ნაწილი კი ჩამოყალიბების პროცესშია. სიების საოლქოში შეტანის ვადა 16 მაის სრულდება. ამ დროისთვის, ქუთაისის მერობის რამდენიმე კანდიდატია ცნობილი.

 

ქუაისის მერობა ცნობილ და უცნობ სახეებს სურთ. ახალი საარჩევნო კანონმდებლობით გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც 50%+1 ხმას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მეორე ტური დაინიშნება.


ქართული ოცნების“ სახელით, ქუაისის პირველობისთვის ბრძოლას რეგიონული განვიარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ქუთაისის ყოფილი მმშ შოთა მურღულია იბრძოლებს.


 „ნაციონალური მოძრაობისმერობის კანდიდატი, ქუაისის ყოფილი მერი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია თევდორაძეა.


ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიის" კანდიდატი კიასევე ქუაისის ყოფილი მერი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილია. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკსარასაპარლამენტო ოპოზიციას,  მათი სახელით ქუთაისის მერობის საარჩევნო მარათონში პარია „თავისუფალი საქართველოსთავმჯდოარის კახა კუკავას მოადგილე მიმი გაბრიჩიძე მონაწილეობს.

 

ამ დრომდე უცნობიაპატრიოტთა ალიანსისმერობის კანდიდატი. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებალეიბორისტულიპარტიის მერობის კანდიდატი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია