დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაპირისპირება მრევლსა და მოძღვარს შორის
ზესტაფონელმა მეუფემ მარიამობის დღესასწაულზე მრევლს ეკლესიები დაუკეტა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/08/28 14:41:04

ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფესა და მრევლს შორის დაპირისპირება მარიამობის დღესასწაულზეც გაგრძელდა. მრევლის ინფორმაციით, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში შემავალი ყველა ეკლესია, გარდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა,  დღეს დაკტილია, რასაც განაწყენებული მრევლი მეუფე ვახტანგ ახვლედიანს უკავშირებს. როგორც ისინი აცხადებენ, მეუფემ ეპარქიის ყველა ეკლესია იმ მიზნით დაკეტა, რომ მრევლი იძულებული გამხდარიყო სალოცავად იმ ეკლესიაში მისულიყო, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება თავად მეუფემ ვახტანგმა აღავლინა.

აღშფოთებული მრევლი აპროტესტებს და აცხადებს, სხვა ეკლესია, რომ ყოფილიყო ღია არავითარ შემთხვევაში მეუფის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებას არ დაესწრებოდნენ. მათივე თქმით, ამ ქმედებით მეუფემ ზესტაფონელი მრევლი იძულებული გახადა მისთვის მოესმინა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფესა და მრევლს შორის ორი თვის წინ დაიწყო, მრევლმა მეუფეს და მასთან ახლო გარემოცვაში მყოფ მოძღვრებს წმინდანების გმობაში, მრევლის შანტაჟსა და ეპარქიის კუთვნილი ქონების მითვისება-განიავებაში დასდო ბრალი. რის გამოც მეუფე ვახტანგს ეპარქიის კარი აუჭედეს.

საქმეში საპატრიარქოც ჩაერთო და ეპარქიაში არსებული ვითარების შესწავლა სპეციალურ კომისიას დაავალა. კომისიის გადაწყვეტილებით, ეპარქიაში მომსახურე რამდენიმე მღვდელს მსახურების უფლება ჩამოერთვა.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია