დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/10/19 19:46:00

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის დღე პირადად მიულოცა იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს. დღემდე იუსტიციის დღე ყოველ წელს 11 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებით თბილისში აღინიშნებოდა, თუმცა, მიმდინარე წელს პირველად პროფესიული დღესასწაული რეგიონში იზეიმეს და ამით ხონის იუსტიციის სახლის გახსნა აღნიშნეს.

 

იუსტიციის დღის აღსანიშნავ ზეიმს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და იუსტიციის სახლის ოცდასამივე ფილიალის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი-ოზურგეთი, ფოთი და ახალციხე.

 

ახალაშენებულმა იუსტიციის სახლმა ხონში ფუნქციონირება 28 ივნისიდან დაიწყო. იუსტიციის სახლის ხონის ახალი ფილიალი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ხონში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. იუსტიციის სახლის ხონის ფილიალი 760 კვადრატული მეტრია და მოსე ხონელის ქუჩა №40-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა კონკურსით შერჩეული, არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას პროექტით განხორციელდა.

 

ხონის იუსტიციის სახლში ქორწინების სივრცეც მოეწყო. ხონის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა, რის გამოც წყვილები ქორწინებას საზეიმო რიტუალის გარეშე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხონის ფილიალში არეგისტრირებდნენ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია