დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია სხვა რაკურსით
პროფესიულ დღესასწაულზე ქუთაისელმა ჟურნალისტებმა მრავალმხრივი ნიჭი წარმოაჩინეს
2017/03/21 14:30:00

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ინიციატივით და ორგანიზებით, ოპერის თეატრის ფოიეში ჟურნალისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, ნაქარგები და ხელნაკეთი ნივთები.


ღონისძიების იდეის ავტორი იყო  ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე

„იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჟურნალისტებს ემარჯვებათ ხელსაქმე, ხატვა, ქარგვა და ა.შ. გადავწყვიტე, რომ ეს დღე განსხვავებულად აღგვენიშნა და ჟურნალისტები საზოგადოებისთვის წარგვედგინა სრულიად სხვა კუთხით. სწორედ ეს სხვა კუთხეა მათი სხვა ნიჭი, სხვა ინტელექტი და სხვა რესურსი, რომელიც წარმოვაჩინეთ და გამოვიტანეთ საზოგადოების წინაშე,“- ამბობს ციცი ჯინჯიხაძე.

 

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს, ჟურნალისტებს:

„დღეს წარმოდგენილია ჩვენი დამატებითი უნარები. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი იმ კუთხით, რომ ჟურნალისტები სხვა მიმართულებით გაგვიცნოს საზოგადოებამ.“ - გვითხრა ჟურნალისტმა მარიკა ვაჭარაძემ.

„ჩემთვის ხატვა არის განტვირთვის საშუალება. მინდა, ყველა ჟურნალისტს მივულოცო დღევანდელი დღე. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან თანამედროვეობის მემატიანეები. აქ წარმოდგენილი მრავალი ნიჭიერი ადამიანის ნამუშევარი იმის დასტურია, რომ ჟურნალისტებს ნამდვილად აქვთ მრავალმხრივი ნიჭი და უნარები.“- განაცხადა ჟურნალისტმა გვანცა თოთაძემ. 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია