დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო დონის აღმოჩენა ხარაგაულის ნაკრძალში - გიგანტური ადამიანის ძვლები და "დისქავერის" 5-კაციანი ექსპედიცია საქართველოში
2014/06/10 23:07:34

საქართველოში "დისქავერის" 5-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მათი ვიზიტის მიზანია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ურთულესი მონაკვეთის გავლა, ალპურ ზონაში ასვლა და ამ ყველაფრის გადაღება... ექსპედიცია გუშინ უკვე დაიწყო



ყველაფერს კი 6 წლის წინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩატარებული ქართველი სპეციალისტების ექსპედიციით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასეთი ფაქტი უძღვოდა: აკრძალულ ზონაში, მწყემსებმა, გაუკვალავ გზაზე, ნახირის აყვანის შემდეგ, სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც (სავრაუდოდ) გიგანტური ადამიანის ძვლების ფრაგმენტები დახვდათ. ამასთან, იქვე ნატაძრალიც იყო... 



ეს ამბავი ქუთაისში პროფესორს, არქეოლოგ ერეკლე ჯულაყიძეს აცნობეს. მაშინვე ენთუზიასტების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთაც აღნიშნულ მონაკვეთზე ასვლის სურვილი გაუჩნდათ. იმ ჯგუფში იყო ჟურნალისტი ლელა ნინუაც (ამის შესახებ მაშინ მახსოვს, მეც ვწერდი. ბატონმა ერეკლემ ექსპედიციის მონაწილეებს გიჟური იდეის ავტორები დაარქვა). ჯგუფმა დანიშნულების ადგილამდე რთული გზა განვლო... მათ მიერ გადაღებული ვიდეომასალით კი იმ პერიოდში უცხოური არხები ინტერესდებოდნენ, მუდმივად ეხმიანებოდნენ ექსპედიციის მონაწილეებს. ამჯერად კი "დისქავერი" დაინტერესდა და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იმ მონაკვეთის ხელახლა გასავლელად და გადასაღებად 5-კაციანი ჯგუფიც ჩამოვიდა. 8 ივნისს ყველანი ერთად, იმ გზაზე დაიძრნენ, რომელიც ქართულმა ექსპედიციამ 2008 წელს გაიარა



ლელა ნინუა (ინტერვიუ გამგზავრებამდე მოგვცა. - ავტ.): 
-
ექსპედიცია არ შედგებოდა, რომ არა, ეს ენთუზიასტი ადამიანები. პირველად, 6 წლის წინ, ნამდვილად არ ვიცოდით, სად მივდიოდით, იქ რა დაგვხვდებოდა ან რას აღმოვაჩენდით, - ამიტომაც ჩვენი საქციელ სიგიჟედ მოინათლა... სამი დღე ფეხით ალპურ ზონაში ავდიოდით. უამრავი სირთულე გადავლახეთ, 16 საათი მარტო გაყინულ მდინარეზე ვიარეთ, მერე ნისლი ჩამოწვა და თქეში წამოვიდა... ვერც ვიძინებდით. ტყეში, რა თქმა უნდა, იყვნენ მტაცებლებიც. ამიტომ ღამ-ღამობით დიდ კოცონს ვანთებდით, რომელთანაც მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რომ ჩვენს კარავს მტაცებელები (მგელი, დათვი...) არ დასხმოდნენ. მხეცების დასაფრთხობად დიდი რკინის ნატეხებს ერთმანეთს ვურტყამდით, ბოლო ხმაზე ვყვიროდით. იმაზე არ არის ლაპარაკი მინდვრის თაგვები და მცირე ზომის ქვეწარმავლები რომ ზედ გადავგვდიოდნენ, როცა კარვებში ცოტას ჩაგვთლემდა ხოლმე, მაგრამ ისეთი დაღლილები ვიყავით, მათი მოგერიების თავი აღარ გვქონდა. მოკლედ, მთა, კლდე, მდინარე, ჩანჩქერი, - ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევა მოგვიხდა. დანიშნულების ადგილზე ორი დღე დავყავით, სადაც მართლაც დაგვხვდა ეკლესიის ნაკვალევი, ადამიანის განმარხებული ძვლები, (დაუმარხავი ადამიანი ვულკანურ ქანებსა და ქვებში მოექცა). მოკლედ, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა... მოკლედ, აღნიშნული ადგილი პალეონტოლოგების შესასწავლია.



-
უძველეს ლიტერატურაში მოხსენიებულია ფაქტები, რომ არსებობდნენ გიგანტური ადამიანები. ამაზე ძველი ბერძნული მითოლოგიაც მეტყველებს...
-
დიახ, იმ გიგანტი (სამმეტრიანი) ადამიანის კვალს მთელი მსოფლიო ეძებს, რომელებზეც ისტორიულ წყაროებში კარგად არის ახსნილი... სამწუხაროდ, ჩამოტანილი მასალა ნახა ერთადერთმა მსოფლიო დონის პალეონტოლოგმა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა აბესალომ ვეკუამ. ის ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ, რომლის სიტყვას ყველა ენდობოდა (სამწუხაროდ გარდაიცვალა). ჩვენი ექსპედიციის შემდეგ წერდა: "სარკოფაგის ტიპის სამარხი ვნახე, სადაც ეყარა ძვლები, რომელიც თავიდან მღვიმური დათვის მეგონა. თუმცაღა შევცდი, ეს ნამდვილად ადამიანის ძვლებია. მის სიგრძეს განსაკუთრებული ზღვარი უდევს მინიმუმიდან მაქსიმუმამდე - ბარძაყის 

 

ძვლისა და დიდი წვივის ქვედა და ბოლო ფრაგმენტის. გამოდის, რომ ის ერთი ადამინის საკუთრებაა, რომელიც გოლიათი ყოფილა".



- "
დისქავერის" მიზანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არის
-
იღებენ ფილმს. ექსპედიციას ჩვენი მხრიდან მხოლოდ 5 წევრი უნდა გავყვეთ და მათგანაც 5-ია. იგივე მარშრუტი უნდა გავიაროთ... "დისქავერელებმა" თქვეს, სულ რომ არაფერი აღმოვაჩინოთ, მხოლოდ გზა და ბუნება რომ გადავიღოთ, ესეც საკმარისი იქნებაო... 



- 6
წლის შემდეგ ახლა როგორი განცდებით მიდიხარ?
-
რომ მახსენდება ის განსაცდელი, რაც მაშინ გვქონდა, ახლა სერიოზულად მაკანკალებს... მაშინ გამგზავრებისას ასე არ ვღელავდი... 



-
როგორც მახსოვს, მაშინაც და ახლაც ამ ექსპედიციის შემადგენლობაში ერთადერთი ქალი იყავი და ხარ... 
-
კი, ასეა


ოთარ ბაღათურია, პროფესორი, ჯგუფის ხელმძვანელი:
-
ჩვენი ექსპედიცია პირველი რიგში მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. მერე ვიწრო ინტერესიც არის: ყველაფერი იმ ადგილით დაინტერსების გამოწვევას ემსახურება იმისთვის, რომ იქ შემდეგში მუდმივმოქმედი ექსპედიცია დაფუძნდეს, რომელიც იქაურობას საგულდაგულოდ შეისწავლის. თუ ასეთი დაინტერესება მოხდება, დაწვრილებით და კარგად იქნება შესწავლილი ტერიტორია, მერე ფინანსური მხარდაჭერაც გახდება საჭირო... მაგრამ ჯერ "დისქავერიზე" ამ ყველაფრის გაჟღერებამ ეს დაინტერესება შეიძლება გამოიწვიოს. თუ იქ კიდევ სხვა ძვლის ფრაგმენტებიც აღმოჩნდა და სრულფასოვანი ჩონჩხის რეკონსტრუქცია მოხდა, ამასთან, დამტკიცდა ისიც, რომ ეს არის გიგანტური ადამინი, - ეს უკვე საინტერესო და მრავალმხრივი კვლევის თემა გახდება.



-
თქვენი ვარაუდით, ნამდვილად ადამიანის ძვლებია?
-
დასადგენია გიგანტური ძვლები ვისია - გიგანტოპითეკის (ადამიანის მსგავსი მაიმუნი, ოღონდ, უფრო მაიმუნისკენ რომ იხრება), მეგანთროპის (ადამიანსა და მაიმუნ შორის რომაა), თუ ჰომოგიგანტიკუსის (გიგანტური ადამიანი). თუ დამტკიცდა, რომ ის ადმიანების ერთ-ერთი წინაპარია, ცხადია მნიშვნელოვანი თემაა... 

მერე უნდა დადგინდეს ქართველია თუ არა. საერთოდაც მაინტერსებს, ბაღათურია ხომ არ არის, რადგანაც, "ბაღათური" ბევრ ენაში (ქართული, ინდური, ოსური, ირანული, მონღოლური, სლავურ ენებში) გოლიათს ნიშნავს: "ბაღათარი", "ბაადური", "ბაჰადური", "ბაგატირ", დიახ, დევკაცია. მოკლედ, ეს ყველაფერი როგორც გვარად ბაღათურიას, მე ისედაც მაინტერესებს... მაგრამ იმის შანსი, რომ იქ რბილი ქსოვილები აღმოჩნდეს, თუნდაც, პაწაწუნა ნაწილებიც, დეენემის ანალიზი რომ გაკეთდეს, მიზერულია. ამიტომ, ამაზე ფსონს არც ვაკეთებთ... თუმცა ვნახოთ.



-
ალბათ ექსპედიციამ იქ მუდმივად უნდა ჩიჩქნოს რაღაც, რომ იქნებ ასეთ კვალსაც მიაგნოს...
-
დიახ და მაშინ უკვე იმის იდენტიფიცირებაც მოხერხდება,  ვინ არის ის და არის თუ არა ჩემი წინაპარი



-
თუ ამას მიაღწევთ, მაშინ თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალი იქნებით...
- "
დისქავერი" იმაზე შევიპირე, რომ თუ ისეთი რბილი ქსოვილები აღმოჩნდება იქ, რაზეც უკვე მოგახსენეთ, რომ დეენემის ანალიზი გაკეთდეს, მაშინ ჩემს დეენემსაც წაიღებენ... 



-
საკმაოდ რთული მონაკვეთის გავლა გიწევთ. მზად ხართ ამ ყველაფრისთვის?
-
ფიზიკური გამოცდის ჩაბარება გზაში ნამდვილად მომიწევს. ექვსი წლის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი, მაგრამ მაინც გავქაჩავ. რაც მთავარია, მორალურად ვარ მზად და ასეთი მზაობით იწყება ყველაფერი...



-
მტაცებლების არ გეშინიათ?
-
ძალან მეშინია, სინამდვილეში - არა, ისინი ადამინს უფრთხიან. შეიძლება ადამიანს მგელი, ფოცხვერი, ან დათვი დაესხას, მაგრამ თუ მარტოა, იმ შემთხვევაში. იქ იარაღი აკრძალულია, რადგანაც ნაკრძალია... წინა ექსპედიციისას ასეთ რაღაცას შევესწარით: იქ მწყემსები არიან და უცებ ხარმა ბღავილი ატეხა, გამოცვივდნენ მწყემსები. დათვს ხარი მოეგდო, მაგრამ ადამიანები რომ დაინახა, მიატოვა ნადავლი და გაიქცა, თუმცა ხარის დატორვა კი მოასწრო. მოკლედ, ადამინების ეშინიათ. რაკი ამდენი ვართ, მათგან თავის დაცვა არ გაგვიჭირდება... 



ლალი ფაცია
 "ამბები.გე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 59175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია