დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი:"ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/11/28 20:51:00
 “იმედისა” და “რუსთავი 2-ის” ეგზიტპოლებით არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. ეგზიტფოლის შედეგების შეფასებისას, რუსტავი2-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

ეს არ იყო და არ არის ლეგიტიმური არჩევნები და მე არასდროს არ ვაღიარებ ბიძინა ივანიშვილს. დღევანდელი დღიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი საქართველოსი. ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგები. დემოკრატიულ პროცესთან არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ დგება მომენტები ყველა ერის ისტორიაში, როდესაც იმ პირობებში, როცა კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, როდესაც მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის დაცვა, კონსტიტუციის და თავისი თავისუფლების საკუთარ ხელში.

 

ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად შედეგისა, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს. მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულოს უკანონო ბრძანებები. ხვალინდელი დღიდან საქართველოს მთელი მასშტაბით ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს, სამოქალაქო მშვიდობიან დაუმორჩილებლობას. სირცხვილია ქართველ ხალხს ეს ტლუ ავადმყოფი მართავდეს”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “რუსთვი 2-ის” ეთერში ეგზიტპოლების შეფასებისას განაცხადა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია