დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს საყვედური გამოუცხადა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/21 00:05:50

სამაუწყებლო კომპანიარუსთავი” 2–ის გადაცემაბიზნესკურიერსზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ტენდენციურობასა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს.


ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოქმედმა და ყოფილმა გამგებლებმა განაცხადეს.


ბრიფინგზე იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი იმყოფებოდა, მან ზესტაფონის ყოფილ და ახლანდელ გამგებლებს შენიშვნა მისცა, ზაზა მეფარიშვილმა ზესტაფონის ძველი და მოქმედი გამგებლები უნიათობაში დაადანაშაულა. 


საქმე ეხება, 18 ოქტომბრის ბიზნეს-კურიერში  გასულ სიუჟეტს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩაზე საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტში ტროტუარების შეკეთება, ზესტაფონის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ტუალეტისა და სოფელ ქვედა საქარაში მინი-სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე, სოფელ ტაბაკინის გზის მოწყობა უხარისხოდ იყო შესრულებული და ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის თქმით, გარდა არასწორად ფაქტების ტირაჟირებისა, „ბიზნეს კურიერის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა არ მოითხოვა მეორე მხარის, მუნიციპალიტეტის კომენტარი.


მისი თქმით, გადაცემაბიზნეს-კურიერშიგასული რეპორტაჟი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტენდენციურობა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა იყო. 

 

აღმაშენებლის ქუჩის საყრდენი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვიდეოკადრები არ ასახავს იმ ნაწილს, რომელიც ტენდერით იყო გათვალისწინებული. ის ასახავდა მონაკვეთს, რომელიც კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე, ანუ პროექტს გარეთ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა აღმაშენებლის ქუჩის მარჯვენა მხარისათვის.


კადრებში ასახულია აღმაშენებლის ქუჩის მარცხენა მხარე. ქუჩის ამ ნაწილში რეალურად მუნიციპალიტეტს სამუშაო არც გამოუცხადებია და ბუნებრივია, რეაბილიტაციაც არ მომხდარა,"-განაცხადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

 

ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ სიუჟეტის გარკვეული ნაწილი სიმართლეს შეიცავდა, ხოლო უმრავლესობასთან რაიონისა და მხარის ხელმძღვანელობას პრეტენზიები ჰქონდა და მათი პროტესტიც ამით აიხსნებოდა. 


იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ზესტაფონის ყოფილ გამგებელს ნუგზარ ქამუშაძესა და მოქმედ გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს საყვედური გამოუცხადა. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რაიონში მიმდინარე თუ უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს.

 


„ხელმძღვანელის უნიათობაა, რომ ახალგაკეთებული კედლის ქვევით ტროტუარი მოუწესრიგებელია,“-განაცხადა მეფარიშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2341
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია