დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველი სამშვიდობოები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ექვსი თვით გაემგზავრებიან
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/21 18:28:48

დღეს, საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სამუშაო რეგლამენტი შეიცვალა, რადგან, პარლამენტს 24 საათის განმავლობაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღებული ძალების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  გამგზავრებასთან დაკავშირებით .


ევროკავშირის თხოვნით, საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდთ მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. ევროკავშირის მხრიდან ეს შემოთავაზება მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ასეთ მისიას თავი გაართვას .


აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციაში.  გადაწყვეტილების მომხრე 106 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი - 1.


ამშვიდობო მისია ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის მაისში დაიწყება. მისი ხანგრძლივობა ექვსი თვე იქნება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2683
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია