დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა
2018/03/31 15:33:07

 ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ტელეკომპანია Rustavi 2 ავრცელებს.

 

შემთხვევა ავტოსადგურ „ოკრიბას" წინ მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, „ტოიოტას" მარკის მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ის დედა-შვილს დაეჯახა. 

 

უგონო მდგომარეობაში მყოფი დედა-შვილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

 

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ არ აღენიშნებათ მოტეხილობა და ამ დროისთვის მკურნალობა  მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ დედა-შვილს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ზებრა ხაზზე გადაადგილდებოდნენ.

 

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია