დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა შენიშვნები აქვს ქუთაისის მმშ–ს ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/25 14:34:42

ქუთაისის საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო და ეკონომიკურ  საკითხთა კომისიებმა  2014 წლის ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით კომისიებს შენიშვნები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კუთხით ჰქონდათ.


ბიუჯეტის განხილვას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ესწრებოდა, რომლის განცხადებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ფინანსდება, მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროს ადგილობრივ ბიუჯეტშიც წამყვანი ადგილი ეკავოს.


„ჩემი შენიშვნა ეხება იმას, რომ 2014 წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები შემცირებულია, გასაგებია, რომ ცენტრალური ბიუჯეტი ამ პროექტებს აფინანსებს, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტითაც უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ვინაიდან ინფრასტრუქტურა მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი უნდა იყოს,"–აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ბიუჯეტის განხილვა დადებითად შეაფასა ქუთაისის საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარემ გოგიტა გოგელაშვილმა. რომლის განცხადებითაც, 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებითი ნაწილი უნდა გაიზარდოს.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის  მომავალი წლის ბიუჯეტი 42 168 800 ლარია, აქედან 29 მილიონი ლარი ტრანსფერს შეადგენს. 2014 წლის ბიუჯეტი გასულ, 2013 წლის ბიუჯეტთან შედარებით, შემცირებულია.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე ასევე განიხილეს სათამაშო ბიზნესის, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგების საკითხები, სხდომაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქალაქის გამწვანების მოწესრიგების მიზნით გამწვანების აიპი შეიქმნას, სადაც პროფესიონალი კადრები დასაქმდებიან.

 

სხდომაზე წარმოდგენილი შენიშვნები გასათვალისწინებლად ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეგზავნება. მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას ინიციატივით, შესაძლოა, 2014 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5 დეკემბრამდე დამტკიცდეს, რითიც, მისივე განცხადებით, წლის დასაწყიში ტენდერების გამოცხადებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები აცილება მოხდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2593
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია