დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი ხელისუფლება მეოთხეს წინააღმდეგ
არასამთავრობოები: "პრემიერის ინსტრუქციები შეიძლება შეფასდეს, როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/02 19:00:53

არასამთავრობო ორგანიზაციებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) დღეს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აკრიტიკებენ პრემიერმინისტრის დღევანდელ შეხვედრას მედიასთან. 

 

მათი შეფასებით, პრემიერის დღევანდელი ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე, შეიძლება შეფასდეს, როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში. მიუღებელია, პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს, მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო, პასუხს სთხოვდეს– ნათქვამია არასამთავრობოების  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ნათქვამი. 

ამ განცხადებას "psnews.ge" უცვლელად გთავაზობთ:


"პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საკუთარ რეზიდენციაში ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დამსწრე ჟურნალისტებს უხეში შენიშვნები მისცა და, ზოგადად, ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე გააკრიტიკა.
პრემიერ-მინისტრს მომზადებული ჰქონდა ამონარიდები იმ სტატიებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან, რომლებიც პირადად მისთვის იყო მიუღებელი. მან რამდენჯერმე მოახდინა ციტირება აღნიშნული მასალებიდან და მისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის თითოეულ დამსწრე ჟურნალისტს ახნა-განმარტება მოსთხოვა. გარდა ამისა, ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე უნარ-ჩვევა დაუწუნა, მათ შორის, შეკითხვის დასმის, არგუმენტების მოყვანისა და რესპონდენტთა შერჩევის. მან გააკრიტიკა, ასევე, ჟურნალისტთა მიერ ეკონომიკის სფეროს მწირი ცოდნა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობას საჯაროდ აფასებს და ცდილობს, ასწავლოს მედიის წარმომადგენლებს, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები. თუმცა, პრემიერის დღევანდელი ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე, შეიძლება შეფასდეს როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში.
პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც ნებისმიერი მაღალი რანგის საჯარო მოხელე, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. საჯარო კონტროლი მთავრობის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სწორედ ეს ხშირად უსიამოვნო საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ამიტომაც მიიჩნევა თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილად.
ამჟამად საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მოსახლეობისთვის სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები ხელმისაწვდომია, რაც განსხვავებული შეხედულებების ფორმირებას უწყობს ხელს და ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ქვეყანაში, რომელსაც პრემიერ მინისტრი მართავს, ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, შექმნან კრიტიკული მასალა. მისი მხრიდან შეხვედრის დროს გაკეთებული შეფასებები კი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პრემიერ-მინისტრის ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია