დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ უნდა მოხდეს ბუნებრივი ტყეების სწორი მართვა?
2017/11/03 19:23:00

 

პროექტის  ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დარგის სპეციალისტები, არასამთავრო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უწყებათშორისი თანამშრომლობის მოდელი სათბობი რესურსების დეფიტიტის აღმოფხვრის მიზნით, ტყეების ხანძრის შემდგომი რისკები და ეკოსისტემების აღდგენის შესაძლებლობები, კრწანისის ტყეპარკის განვითარება და მისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭება - ეს ის საკითხები იყო, რაზეც მრჩეველთა საბჭობ რამდენიმე საათის განმავლობაში იმსჯელა. 

 

შეხვედრაში მონაწილეობა ავსტრიელმა ექსპერტმა, ვინფრიდ სუსიმ მიიღო, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სხვა მხარეებთან ერთად მუშაობს ტყის რეკრეაციული მართვის სამოქმედო გეგმის დოკუმენტის შემუშავებაზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული დოკუმენტის კონცეფცია, მისი შემუშავების გეგმა და მეთოდოლოგია.

 

მრჩეველთ საბჭოს შეხვედრაზე საექსპერტო დასკვნები გაჟღერდა, რომელიც ტყის მდგრადი მართვის საფუძველი უნდა გახდეს. საექსპერტო დასკვნებით, საქართველოს ბუნებრივი ტყეები და მათი უნიკალური ლანდშაფტური და სახეობრივი მრავალფეროვნება შეგვიძლია განვიხილოთ ჯერ კიდევ გამოუყენებელი რესურსი, რომლის სწორი მართვა და დივერსიფიკაცია შეიძლება ტურიზმის სექტორში ახალი ფაზის დასაწყისად იქცეს. 

 

დასკვნაში წერია, რომ: „რეგიონული პარკები, განვითარებული კურორტები და რეკრეაციული ზონები ხელს შეუწყობს ხარისხიანი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნას, რაც დადებითად აისახება ეკონომიკაზე, შექმნის სამუშო ადგილებს და მოსახლეობას უზრუნველყოფს ალტერნატიული შემოსავლებით. ეს კი გამოიწვევს მათი მომხმარებლური დამოკიდებულების შეცვლას ტყეების მიმართ და გაზრდის ალტრნატიული სათბობი რესურსების დანერგვის შესაძლებლობებს.“

 

შეხვედრა ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADჩ) ფინანსური მხარდაჭრით გაიმართა. რომელიც სატყეო რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა სახის მხარდაჭერას გამოხატავს.

 

მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1360
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია