დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინგლისური ენის ოლიმპიადა ქუთაისის №3 საჯარო სკოლაში
2015/02/16 21:33:41

სსიპ წმ. ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის №3 საჯარო სკოლა პარტნიორ ორგანიზაციებთან  (ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი)ერთად ატარებს ოლიმპიადას ინგლისურ ენაში.

 

 

 

კონკურსის პირობები

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლების მე-7 - მე-8 კლასის მოსწავლეებს. ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად.

 

·         პირველი ტური - ტესტური დავალება (კითხვა, ლექსიკა, გრამატიკა, ფუნქციები)

·         მეორე ტური - ტესტური დავალება, მოსმენა

·         მესამე ტური- ტესტური დავალება, საუბარი

 

კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის #3 საჯარო სკოლისა და  პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული დიპლომები, სერთიფიკატები, პრიზები. კონკურსის საუკეთესო სამეული კი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრებით. ხოლო რეიტინგის მიხედვით პირველ ოც მოსწავლეს ჩაუტარდებათ სასწავლო-შემეცნებითი ტრენინგი ინგლისურ ენაში უცხოელ პედაგოგთან ერთად.

 

 

 

ოლიმპიადის ჩატარების განრიგი


I ტური                               ჩატარების თარიღი                                            დრო

                                             25-26 აპრილი                           10:00/  12:00 /  14:00/  16:00

I I ტური                             ჩატარების თარიღი                                             დრო

                                             23-24 მაისი                               10:00/  12:00 /  14:00/  16:00

III  ტური                           ჩატარების თარიღი                                             დრო

                                             7 ივნისი                                               10:00  /12:00 /

 

 

 

რეგისტრაცია


ოლიმპიდაში მონაწილეობის მისაღებად დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით წმინდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის #3  საჯარო სკოლის ვებ-გვერდზე  www. mesame.edu.ge, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ინტერენტით, ასევე ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფთან.


რეგისტრაცია მიმდინარეობს 2015 წლის  10 მარტიდან 18 აპრილის  ჩათვლით.


 

სამივე ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია