დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეონა გოგიშვილი: „უკვე დროა, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ ელემენტარული დარღვევები აღარ მოხდეს“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2016/10/11 17:58:24

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ქუთაისის სამივე ოლქში მეორე ტური ჩატარდება. როგორ მიმდინარეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იმერეთის რეგიონის მასშტაბით და რა სახის დარღევებს ჰქონდა  ადგილი, ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების რეგიონალურ კოორდინატორს, თეონა გოგიშვილს ვესაუბრეთ:


„ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანი არჩევნები  მთელი რეგიონის მასშტაბით, უბნის გახსნიდან, დილის  7 საათიდან -  შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე -  აკვირდებოდა. ჩვენ,  დაკვირვება დავყავით ორ ეტაპად: კენჭისყრის პროცესი  და შემაჯამებელი ოქმების შედგენის  პროცესი. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა  პროცედურულ შეცდომებს, რაც წლებია, გრძელდება.


 ეს დარღვევები არჩევნების შედეგზე ვერ იმოქმედებს, მაგრამ  უკვე დროა, მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ მსგავსი ელემენტარული დარღვევები აღარ მოხდეს. რიგ შeმთხვევებში არ მოხდა ფუნქციების განაწილება წილისყრით, ასევე - საკონტროლო ფურცელი რამდენიმე შემთხვევაში არ შეივსო სათანადოდ, დამკვირვებლებს არ მიეცათ დაკვირვების შესაძლებლობა, გადასატანი ყუთის ბიულეტინები უბნიდან გავიდა ხელმოწერის გარეშე.  ჩვენ წელსაც მოგვიწია რამდენიმე საჩივრის დაწერა, რომელთა უმრავლესობაც საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა, იმ მხრივ, რომ უბნის თავmჯდომარეებს და მდივნებს გამოეცხადათ საყვედური.


ხარვეზები არის შემაჯამებელი ოქმების შედგენაშიც, რის გამოც ბალანსი არ ჯდება. არის დიდი  რაოდენობით ბათილი ბიულეტინები, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ საკითხზე ისევ ვმუშაობთ. დღეს დღის ბოლომდე გვაქვს ბოლო  ვადა და ჩვენ ეტაპობრივად რაიონებში შეგვაქვს საჩივრები და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ  შესაბამისი საოლქო კომისიები.“


 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 28969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია