დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-ს თანამშრომელმა რეკორდი დაამყარა
2015/12/18 10:06:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენმა იოსებ ხუციშვილმა საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა და ახალი რეკორდი დაამყარა.

 

იოსებ ხუციშვილმა 1 წუთის განმავლობაში 21 კილოგრამიანი ტვირთით ცალ ხელზე 56 აზიდვა შეასრულა, 2013 წელს თავისივე დამყარებული რეკორდი - ცალ ხელზე 21 კილოგრამიანი ტვირთით წოლბჯენში 46 აზიდვა გააუმჯობესა, ხოლო 30 წამში 10 კილოგრამიანი ტვირთით ორძელზე 33-ჯერ აიზიდა და ახალი რეკორდი დაამყარა.

 

სპორტსმენის მიერ რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია დაესწრო და ახალი რეკორდი ადგილზე დააფიქსირა. რეკორდის დამყარების პროცესს ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები.

 

იოსებ ხუციშვილს ბრიტანული ორგანიზაციის - „რეკორდსმენთა რესპუბლიკის“ სერთიფიკატები გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია