დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინფრასტრუქტურის არარსებობა თუ ხელისუფლების უმოქმედობა?–რატომ ვერ მასპინძლობს ქუთაისი ევროპის ჩემპიონატს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/02/02 13:54:48

19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემნიონატის მასპინძელ ქალაქთა შორის ქუთაისის ვერ მოხვედრა განსჯის საგანი გახდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქალაქის ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს, ხელისუფლება კი მთავარ მიზეზად ჩემპიონატისთვის საჭირო  ინფრასტრუქტურის არარსებობას ასახელებს.


ვიცე–მერის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებას, ინფრასტრქტურის და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს არარსებობასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში პასუხობენ.


მინდა გამოვეხმაურო ქუთაისის ვიცე-მერის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს 80 კმ უნდა იყოს ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებს შორის მაქსიმალური დისტანცია და ეს გახდა ქუთაისის, როგორც ერთერთი ლოკაციის ვერ დარეგისტრირების მიზეზი. ბატონმა მიქიაშვილმა უეფას რეგლამენტი მოიშველია.

 

მისდა სამწუხაროდ, რეგლამენტის არც ერთი წინადადება ამის შესახებ არ მოგვითხრობს. უეფას მოთხოვნების თანახმად, საჭიროა უმაღლესი დონის 4 სტადიონი - უეფას მეორე ან მესამე კატეგორიის, პლიუს ერთი სარეზერვო სტადიონი. ასევე, 8 სავარჯიშო მინდორი - ინდივიდუალურად ყველა მონაწილე გუნდისთვის. სასტუმროდან სათამაშო მოედნამდე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 საათის სავალი; ხოლო სავარჯიშო მოედნამდე - 15-30 წუთი.


საფეხბურთო ტრადიციებით ყველაზე მეტად გამორჩეული ქალაქი ქუთაისი, სამწუხაროდ, ამ ტურნირის მასპინძელი სწორედ ქალაქის ინტერესების წინააღმდეგ სკურპულოზურად მოქმედიოცნებისხელისუფლების გამო ვერ ხდება. სასტუმროები, რომლებიც დღეს აშენებული იქნებოდა (3 –ხუთვარსკვლავიანი) სწორედ მათ მიერ კონსტიტუციაზე გადავლით პარლამენტის ქუთაისიდან მოპარვის გამო არ გვაქვს, შესაბამისად, სხვისკენ ხელის გაშვერა და ზედაპირულობაში დადანაშაულება რეალური პრობლემის მიჩქმალვის უნიათო მცდელობაა.
სირცხვილია, რომ დღეს 2015 წლის იანვარში ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ აქვს გადადგმული ინვესტორთა მოსაზიდად, იმისთვის, რომ 2017 წელს ქუთაისი იმდენად საინტერესო ქალაქი იყოს, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს არსებობის პრობლემა არ იდგეს.


მომავალში მსგავსი უხერხულობების თავიდან ასაცილებლად და ქალაქის ლიკვიდაციის პროცესის შესაჩერებლად, ოდნავ მაინც თუ შეგტკივათ გული ქუთაისზე, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კონსტიტუცია იქნეს დაცული და თქვენმა ხელმძღვანელობამ პარლამენტი უკან დაგვიბრუნოს.
თქვენც ხომ იცით, რომ ქუთაისის პორტში პირველი ღუზის ჩაშვებამდე, ამ ქალაქს პარლამენტის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს?!“–აღნიშნავს ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებეული თორნიკე ბარათაშვილი.


19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში 2017 წელს ჩატარდება, რომელსაც თბილისი, რუსთავი, გორი და მცხეთა უმასპინძლებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია