დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე დიდი ინვესტიცია ჭიათურაში ფრანგებმა ჩადეს
2014/12/22 14:51:38

ინტერვიუ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, სულხან მახათა’ესთან

 

2012 წლის მიწურულიდან ჭიათურას სამთოელთა ქალაქის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მმართველი სულხან მახათაძე ჰყავს.  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წამოიწყეს ყბადაღებული      „ჭიათურის ნაძვის ხის“ თემით, თუმცა გაირკვა, რომ „ავთო ბერიძის ქოლგად“ წოდებული ჭიათურის საახალწლო ნაძვის ხე ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან „ამშვენებდა“ ქალაქის ცენტრს და მაშინ არავის დაუწყია ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 2014 წლის ბოლოსათვის ჭიათურას ტენდერით შეძენილი ახალი ნაძვის ხე ექნება, თუმცა მუნიციპალიტეტში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც გადაწყდა, რომელზეც გვესაუბრა სულხან მახათაძე.

 

 

- როგორც ცნობილია, ჭიათურის თვითმმართველობას სოციალური თემატიკის გარდა პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიაჩნია...

 

ბუნებრივია, ყველამ იცის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება თავისთავად იწვევს სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მეშვეობით.   საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის ?641 განკარგულების („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის ?34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტს  გამოეყო 2 690 446 ლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდა მუნიციპალიტეტში 8 პროექტის განხორციელებას.

 

ამავე დროს აღნიშნული ფონდის დაფინანსებით მიმდინარე წელს დასრულდა 2013 წელში დაწყებული 2 პროექტის (კალაური-ითხვისის და ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის) სამუშაოები.

 

დღეის მდგომარეობით  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ 10 პროექტზე (ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზის აღდგენა, 9 აპრილის ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, დავით აღმაშენებლისა და გაგარინის ქუჩების ნაწილის, წმინდა გიორგისა და ფრანგიშვილის ქუჩების და სოფელ წინსოფელის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, დავით აღმაშენებლისა და გაგარინის ქუჩების ნაწილის, წმინდა გიორგისა და ფრანგიშვილის ქუჩების და სოფელ წინსოფელის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ქ. ჭიათურაში შიდა საუბნო გზებისა და ეზოების რეაბილიტაცია, წასრი-ბეგიაურის საავტომობილო გზის აღდგენა, უსახელო (კოპიტები) ჩხირაულის საავტომობილო გზის აღდგენა, ჭიათურა-ხვაშითის საავტომობილო გზის პირველი ეტაპის დასრულება, კალაური-ითხვისის საავტომობილო გზის დასრულება) 2014 წელს დაგეგმილი  სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.

 

- ადგილობრივი ბიუჯეტით რისი გაკეთება მოხერხდა?

 

- ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარე წლის 11 თვეში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 29 პროექტი. დღეის მდგომარეობით  27 პროექტზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 2 პროექტზე შემსრულებელთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და სამუშაოები  მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტით შესრულებული  პროექტების ჩამონათვალში შედის  ლიფტების აღდგენა, სახურავების მასალის, დასუფთავებისათვის საჭირო სანაგვე ურნებია და ნაგავმზიდი მანქანის  შეძენა და სხვა არაერთი.

 

- საინტერესოა, რა გაკეთდა 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით? 

 

- ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ფინანსდება 140 პროექტი (საერთო ღირებულება 1 001 305 ლარი). მათ შორისაა სასმელი წყლის სისტემები, სანიაღვრე არხები, გზები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, სკოლამდელი დაწესებულებათა  მშენებლობა და რეაბილიტაცია, ამბულატორიის შენობის რემონტი, კულტურის და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია, სარიტუალო სახლების მოწყობა-აღჭურვა და სხვა. დაგეგმილი 140 პროექტიდან „დაკონსერვებულია“ მხოლოდ 2 პროექტი. მომდევნო წელში ახალ სალიმიტო თანხასთან ერთად ძველსაც გამოიყენებენ და დარჩენილი ორივე პროექტი დასრულდება ბოლომდე.

 

- უნდათ თუ არა, მაინც უწევთ აღიარება, რომ ჭიათურის 21-ე საუკუნის პროექტად წოდებული ბაგირგზების რეაბილიტაცია თქვენს სახელს უკავშირდება...

 

საქართველოს მთავრობასა და  ფრანგული კომპანია „პომას“ შორის მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ჭიათურბაგირგზების სრული რეაბილიტაციისათვის, პროექტის ღირებულება შეადგენს 13,2 მილიონ ევროს. პროექტის განხორციელების ვადაა 18 თვეა. ეს პროექტი, ვთვლი, რომ ყველაზე საჭირო არა მარტო იმისთვისაა, რომ ბაგირგზები ჭიათურის რელიეფისთვის ყველაზე მისაღები სატრანსპორტო საშუალებაა, არამედ იმისთვისაც, რომ ჭიათურისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა.

 

- სტიქიური მოვლენების გამო მუნიციპალიტეტი ხშირად ზარალდება, როგორი იყო მდგომარეობა ამ მხრივ  2014 წელში?

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში სტიქიურმა მოვლენებმა (წყალდიდობა, ქარიშხალი, ღვარცოფები, უხვნალექიანობა) მწყობრიდან გამოიყვანა ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული ობიექტები. კერძოდ, სოფ. მანდაეთში ადმინისტრაციული შენობის სახურავი, რგანი-ხრეითის ცენტრალური საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთები, სოფ. ხრეითში ხიდი და რამდენიმე ბოგირი, ქალაქში ტყაბლაძის ქ. ?9-ის მიმდებარე საყრდენი კედელი.  მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ოპერატიულად შეიქმნა სპეციალისტებით დაკომპლექტებული მუშა ჯგუფი სტიქიით დაზარალებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღწერისა და ზარალის გაანგარიშების მიზნით. წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა და შესაბამისად, ზემოთაღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხამ დაახლოებით შეადგინა 77000 ლარი. ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოყო 77 000 ლარი, რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

 

- რა კეთდება მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით?

 

- 2014 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღნიშნული ფონდიდან  განხორციელდა ორი პროექტი. წასრი-ბეგიაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ღირებულება 418 000 ლარი) და  პერევისა-სვერი-თვალუეთის საავტომობილო გზა ღირებულებით 7.5 მილიონი ლარი, რომელიც 17-თვიანი პროექტია და დასრულდება 2015 წელს. ასევე 2014 წელს გაკეთდა 700 გრძივი მეტრი სიგრძის გაზის ახალი მაგისტრალი საჩხერის გზატკეცილზე.

 

- მოსახლეობას აინტერესებს, როდის დასრულდება ჭიათურაში ელექტროგამრიცხველიანება. კომუნალური მრიცხველები ძალიან ხშირად იწვევს გაუგებრობას და კონფლიქტს მოსახლეობაში...

 

გამრიცხველიანებაც დასრულდება 2015 წელს და ეს პრობლემა მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.

 

- ჭიათურის წყალმომარაგება კრიტიკას ვერ უძლებს...

 

წელს დაიწყო  წყალმეურნეობის ქსელის  რეაბილიტაციის  ორწლიანი 8,2 მილიონიანი  პროგრამა. ქსელის  მშენებლობა  განხორციელდება  ნაგუთისა  და ლეჟუბნის   დასახლებაში, რუსთაველისა  და  ინტერნაციონალის ქუჩებზე, პარალელურად  მოხდება  აბონენტთა  გამრიცხველიანება, რაც  ხელს  შეუწყობს  წყლის  რესურსის  ეკონომიურად  ხარჯვას და ეს მნიშვნელოვნად  შეამცირებს  წყლის  დეფიციტს. აღნიშნული  პროგრამის  ფარგლებში აშენდება  2  გამწმენდი  ნაგებობა. განხორციელდება 2 კმ-იანი მილგაყვანილობის მშენებლობა, რითაც მოხდება პერევისის სატუმბო სადგურის ტეხისის რეზერვუარზე დაკავშირება; სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა უკვე და 2 წელიწადში წყლის პრობლემა ჭიათურაში აღარ იარსებებს!

 

- ჭიათურა არ არის სახნავ-სათესებით მდიდარი მუნიციპალიტეტი, თუმცა საინტერესოა, როგორია სასოფლო-სამეურნეო მიწების საგაზაფხულო და საშემოდგომო ხვნის სტატისტიკა?

 

მიმდინარე წელს გაზაფხულზე მოიხნა და დაითესა 4455 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, ხოლო საშემოდგომოდ უკვე მოიხნა 30 ჰა და წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 25 ჰა მიწის ფართობის მოხვნა.

 

- ჭიათურიდან ე.წ. დასუფთავების დღეებშიც ძალიან დიდი მოცულობის ნაგავი იქნა გაზიდული. როგორია „ნაგვის სტატისტიკა“?

 

მარტო ქალაქ ჭიათურის ტერიტორიიდან მიმდინარე წლის 11 თვეში გატანილია 9900 კუბური მეტრი  მყარი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე დაიხარჯა 164 017 ლარი. დასუფთავებას მუდმივად ახორციელებს  ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ცნობიერება უნდა ამაღლდეს და „მოსახერხებელ“ ადგილებზე კი არა, სათანადო ადგილას უნდა ჩაიყაროს ნარჩენები. ვფიქრობ, რომ  საჯარიმო სახდელების დაკანონება ამ პრობლემის მოგვარებას სასიკეთოდ წაადგება. ახალი ნაგავმზიდი, რომელიც უკვე შეძენილია, მალე ჩადგება დასუფთავების სამსახურში და ქალაქს, სისუფთავის მხრივ, სასიკეთო ძვრები დაეტყობა.

 

- საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თუ იქნა სარემონტო სამუშაოები ჩატარებული?       

 

2014 წელს განათლების სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული იქნა 2 სკოლა, რომელზედ დაიხარჯა 257 700 ლარი, 13 სკოლამ საკუთარი სახსრებით სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებზე დახარჯა 413 621 ლარი.

 

- სპორტული დაწესებულებების სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად რა ღონისძიებები გატარდა?         

                                                

ძალოსნობისა და ძიუდოს დარბაზების გათბობის მოწყობაზე დაიხარჯა 13000 ლარი, ცენტრალურ სპორტულ კომპლექსზე 38.5 კვ.მ. მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობაზე გაიხარჯება 3200 ლარი, ნაგუთის სპორტული კომპლექსის გაზიფიცირება 10500 ლარით დაფინანსდა, საჭიდაო დარბაზის იატაკის გამოცვლა 16000 ლარი ჯდება, საფეხბურთო სტადიონზე ცხაურის თავსახურების მოწყობა 6000 ლარი.

 

- ჯანდაცვითი კუთხით რა პოზიტივებია ჭიათურაში?

 

„ჯეო ჰოსპიტალსმა“ დამატებით ერთი კორპუსის გარემონტება და ექსპლოატაცია მოახერხა, ამის გარდა ამოქმედდა „მედიჰაუსი“, რომელიც ე.წ. ემერჯენსის ტიპის დაწესებულებაა. რაც მთავარია, უკვე სასწრაფო დახმარების ერთი ახალი ავტომობილი შემოვიყვანეთ მუნიციპალიტეტში, წლის ბოლომდე კიდევ 4 ერთეული მაღალი გამავლობისა და კომფორტული სპეციალური მანქანა ეყოლება მუნიციპალიტეტს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია