დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა კალათბურთელებთან
2015/12/08 22:00:41

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა კლუბის წევრები ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში კალათბურთელებს ანატოლი ბოისას, ბექა ბექაურსა და ვახტანგ ქადარიას შეხვდნენ. კალათბურთელებმა თავიანთი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრეს, მოსწავლეებს თავიათნი წარმატების ,,საიდუმლოებები’’ გაანდეს. 

შეხვედრაზე კლუბის წევრებმა კალათბურთელებს უამრავი შეკითხვა დაუსვეს ქართულ და მსოფლიო კალათბურთზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე, საყვარელ მწერლებსა და წიგნებზე.

ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევართა კლუბი პროექტის ,,ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა’’ ფარგლებში შეიქმნა და მასში 14–18 წლამდე მოზარდები არიან გაწევრიანებული. პროექტს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს. პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას, პოპულარიზაციას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია