დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ენის დღე ქუთაისში „დედაენის“ მონუმენტთან აღნიშნეს
2015/04/15 10:05:54

ქუთაისში ქართული ენის დღე „დედაენის“ მონუმენტთან აღნიშნეს.


აღნიშნულ ადგილზე სკოლის მოსწავლეებმა თეატრალიზებული სანახაობა პერფორმანსის სტილში მოაწყვეს. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე დაესწრნენ. ქუთაისელმა კალიგრაფმა ფიქრია ჭაბუკიანმა ქართული ენის შესახებ გამონათქვამების ხელნაწერები გამოფინა. 

 

ქუთაისში „დედაენის“ მონუმენტის რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა.


„დიდია დღევანდელი დღის მნიშვნელობა. 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ერმა საბოლოოდ დააკანონა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი. ჩვენ ახლა მისი დაცვა და შენარჩუნება გვევალება". - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია