დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ილიაუნის დოქტორანტის ნაშრომმა აშშ-ის ასტრონომიული საზოგადოების აღიარება მოიპოვა
2015/10/12 11:23:06

ამერიკის ასტრონომიულმა საზოგადოებამ ქართველი მკვლევარის ნაშრომი საუკეთესო შედეგების მქონე სტატიად სცნო და თავის ვებგვერდზეც განათავსა - Research highlights from the journals of the American Astronomical Society.

ნაშრომი, სახელწოდებით - "DYNAMICS OF A SOLAR PROMINENCE TORNADO OBSERVED BY SDO/AIA ON 2012 NOVEMBER 7-8" ირაკლი მღებრიშვილს ეკუთვნის და ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. კვლევას ასევე უძღვებოდა ილიაუნის ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ზაქარეიშვილი.

კვლევა მზის ზედაპირზე წარმოქმნილ ტორნადოს ეხება, რომლის სიმაღლეც დედამიწის დიამეტრს 4-ჯერ აღემატება. 2012 წლის 7 ნოემბერს, უზარმაზარი პლაზმის ტორნადო მზის ზედაპირზე წამოდგა და მის გარშემო დაიწყო ცოცვა და ბრუნვა. ტორნადოს მოძრაობა 10 საათის განმავლობაში არასტაბილურად მიმდინარეობდა.

გიგანტური ტორნადო

ქართველმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როგორც კი ტორნადო განვითარდა, იმავე დროს წარმოიქმნა ინტერვალები, რომლებმაც ის კვაზი-პერიოდულად უკან და წინ დახია.

ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს რხევები ტორნადოს სტაბილური მდგომარეობისას შექმნილმა ორიდან ერთმა ეფექტმა განსაზღვრა: ან ტორნადოს გადაბმული სხივები ბრუნავდნენ ერთმანეთის გარშემო, ან მაგნიტური ეფექტი, სახელად "სპაზმური ტალღების", იწვევდა მის წინ და უკან რწევას.

მომავალი კვლევებისთვის განმსაზღვრელია ცოდნა, ამ ორიდან თუ რომელმა ეფექტმა აამოქმედა ტორნადო, რადგან მისი სტრუქტურა და მაგნიტური კონფიგურაცია მოახდენს ტორნადოს შემდეგ ევოლუციას - ამოფრქვევის სახით.

 

წყარო; http://goodnews.on.ge/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია