ბოტსვანაში მომუშავე კანადელმა მეშახტემ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრილიანტი იპოვა.
ნაპოვნი ქვა 1 111 კარატს იწონის და სიდიდით მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბრილიანტს კულინანუს ჩამორჩება, რომელიც 3 106-კარატიანია.
ბრილიანტი კანადური კომპანია „ლუკარა დაიმონდის“ მეშახტემ აღმოაჩინა. არსებული ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის ალმასი 100 წლის განმავლობაში პირველად იქნა აღმოჩენილი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბრილიანტის - „კულინანის“ ქვა მეშახტეებმა 1905 წელს აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მოგვიანებით „კულინანი“ დიდი ბრიტანეთის მეფე ედვარდ VII-ს აჩუქეს.
წყარო: http://www.bpn.ge/