დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო ინიციატივა
ქუთაისელმა მოსწავლეებმა მამის დღის დაწესების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/05/29 14:01:24

ქუთაისის კერძო სკოლის „ღონე ქვეყნისას“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა 20 მაისს საქართველოს პარლამენტში  საკანონმდებლო წინადადება   წარადგინეს, რომელიც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 24 მაისს დარეგისტრირდა. ქუთაისელი მოსწავლეები ითხოვენ, რომ 19 დეკემბერს დაწესდეს მამის დღე და იგი უქმე დღედ გამოცხადდეს.

 

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორები აღნიშნავენ, რომ  “მამის დღე” 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის (დედის დღის) მსგავსად უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

 

„დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება.

 

მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს“, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით,  ქვეყანაში მამის დღის დაწესების საკითხი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია