დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კანის ფესტივალი დაიწყო
2015/10/21 13:35:20

16 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში მან-სან-კანის ფესტივალი დაიწყო.

ფესტივალში მონაწილეობას სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ექვსი გუნდი მიიღებს.

უნივერსიტეტის ცნობით, თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილი პროგრამა გახლდათ მეტად ორიგინალური, სახალისო და საინტერესო. დარბაზში დიდხანს არ შეწყვეტილა ტაში, ოვაცია და ხალისიანი განწყობა.

პირველმა დღემ ჟიურის გარეშე ჩაიარა და ყველა მონაწილეს მიეცა შემდგომ ეტაპზე გადასვლის საშუალება. მომდევნო ტურებს კი კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და ფინალში თავიანთ იუმორისტულ პროგრამას საუკეთესოები წარადგენენ.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6953
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია