დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის და როდის გაეთიშება ელექტროენერგია იმერეთში?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/26 13:58:29

"ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 27, 30 ივნისს და 01 ივლისს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:


ქუთაისი.მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი-6“ პროფილაქტიკური  სამუშაოები ჩაუტარდება ფიდერებს:

·         „რეზინები“ – 27 ივნისი, 11-14 სთ; 59 აბონენტი, 9 აპრილის და ზ. გამსახურდიას ქ.

·         ფიდერი „6ბ“ – 27 ივნისი, 15-18 სთ; დაახლოებით 3700 აბონენტი, კ.გამსახურდიას, დადიანის, მაისურაძის, ოცხელის, თაბუკაშვილის ქუჩებზე.

·         „ქვიტირი“ – 01 ივლისი, 15-18 სთ; 750 აბონენტი, სოფელი ქვიტირი.

 

ზესტაფონი.მ/ძქვესადგურში „ზესტაფონი 1“  დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 ივნისს 10:00-15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქ. ზესტაფონს და სოფლებს ზედა საქარა და ქვედა საქარა, ჯამში დაახლოებით 9700 აბონენტს.

 

სამტრედია.30 ივნისს და 1 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურში „სამტრედია-1“ პროფილაქტიკური  სამუშაოები ჩაუტარდება ფიდერებს:

·         ფიდერი „N2“ – 27 ივნისი, 11-14 სთ; 773 აბონენტი, ქ. სამტრედია.

·         ფიდერი „N3“ – 27 ივნისი, 15-18 სთ; 1015 აბონენტი, ქ. სამტრედია.

·         ფიდერი „N7“ – 01 ივლისი, 11-14 სთ; 635 აბონენტი, ქ. სამტრედია.

·         ფიდერი „N10“ – 01 ივლისი, 15-18 სთ; ქ. სამტრედია.

 

ტყიბული.მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზოკრიბასრეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია N49 და 51ამორტიზებული საყრდენების შეცვლა ახალი ლითონის ანძებით, რის გამოც, 30 ივნისს და 2 ივლისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურებისხრესილისადა ხრესილი-წევასმომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური. საერთო ჯამში, დაახლოებით 1150 აბონენტს.

 

ხარაგაული. მ/ძქვესადგურში „საქასრია“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო27 ივნისს 13:00-16:00 საათამდე დროებით გაითიშება ფიდერი „ბორითი“, რის გამოც ძაბვა შეუწყდება 490-მდე აბონენტს სოფლებში ბორითი, უბისა და ღორეშა.

 

თერჯოლა.27 ივნისსპროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად ქვესადგურიდან „საზანო 35“ მიზნით დროებით გამოირთვება ფიდერი „წითელი ოქტომბერი“, რის გამოც ელენერგიის მიწოდება 10:00-იდან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება სოფლებს საზანოს და სკანდეს.

 

ონი. 27 ივნისს ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკური შეკეთების მიზნით მ/ძ ქვესადგურში „ონი“ 12:00-14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი „ირი“ (დაახლოებით 880 აბონენტი, სოფ. წოლა, პიპილეთი, ცხმორი, ბაჯიხევი, ფსორი, ღუნდა, სორგითი, ჟაშხვა, ხვედრულა, ქვედი, წედისი, ირი), ხოლო 15:00-17:00 საათამდე გაითიშება ფიდერი „უწერა“ (დაახლ. 670 აბონენტი, სოფ. წმენდაური, ლაგვანთა, საკაო, ბორცო, ბასიკაანთი, მაჟიეთი, ხოდეშლები, ნაკიეთი, გომი, ჯინჭვისი, ფარავნეში, ნიგავზები).

 

ასევე გეგმიურ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 30 ივნისს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დაგეგმილია ქვესადგურ „უწერას“ გამორთვა, რის გამოც ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 270-მდე აბონენტს სოფელ უწერაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2575
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია