საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია 10ოქტომბერს 12 საათზე, ჩოხატაურში ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.
სემინარის მიზანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება, ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობა.
სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის -„რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო მასალები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით ჩოხატაურში, 10 ოქტომბერს 12 საათზე, შემდეგ მისამართზე: დუმბაძის ქუჩა #25, გაზეთ „გურიანიუსის“ რედაქცია, ივლიტას ბიბლიოთეკა. სემინარი დასრულდება 17 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექტორს, ნატო გუბელაძეს, ტელ: 577 247711 ან 599 107794