დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ამომრჩევლის აქტივობა 11,5%-ია
2016/10/30 14:13:04

ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ოსეფაიშვილმაპირველი მონაცემების გავრცელებისას განაცხადა, რომ 12 საათისთვის ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 18599 -მა ამომრჩეველმა მიიღო.

 

ამ დროისთვის ამომრჩევლის აქტივობა 11, 5 %-ია, რაც პირველი ტურის ამ დროის შედეგ -17 %-ზე ნაკლებია. ოსეფაიშვილის თქმით, ამომრჩევლის გააქტიურება დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

 

კომისიის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა ასევე # 28- უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭდის აღმოჩენასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს არ იყო დარღვევა და ეს არჩევნების შედეგზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. "უბანზე გაგზავნილი გვქონდა იმდენი ბეჭედი, რაც იყო გათვალისწინებული, თუმცა მოხდა რეგისტრატორების შემცირება, ეს მათ შეეძლოთ და დარღვევა არ არის. ამის გამო დარჩა ზედმეტად ერთი ბეჭედი".


 

რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქო კომისიაში მეორე საჩივარი შევიდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია