დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფო კილაძე: "მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან"
2016/08/03 19:48:56

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხელისუფლების მხრიდან,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა.

 

სოფო კილაძემ ჟურნალისტებს გააცნო სტატისტიკა, რომელიც, პოლიტიკური საბჭოს წევრის შეფასებით, მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად იყო ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე უმცირესობის მხრიდან. „კერძოდ, თუ გადავხედავთ წინა შემთხვევებს, ძალიან ბევრი შემთხვევა, 2013-2014 წლებში შეტანილი სარჩელები, დღესაც განუხილველია. ათეულობით თვე სჭირდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს  კონკრეტული სარჩელების განხილვისათვის.

 

ძალიან ბევრი დღესაც დაუსრულებელია, ძალიან ბევრი წარმოებაშიც არ არის ჯერ კიდევ მიღებული, მაშინ, როდესაც გიგი უგულავას ორ საქმეზე სამ თვემდე ვადა დასჭირდა დაახლოებით სასამართლოს იმისათვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევებში, სულ მცირე ექვსი თვე მაინც იყო საჭირო. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალუირ მოძრაობის“ მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ქონდა ადგილი“,-აღნიშნა სოფო კილაძემ.

(R)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2791
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია