დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ვიძენთ პლაჟისთვის?
2009/07/06 06:07:49

ნათია, 20 წლის: „აუცილებლად საცურაო კოსტიუმი. თუ თანხა გასწვდება, რამოდენიმე სათვალე, რაც შეიძლება, ფერად-ფერადი ტანსაცმელი. თითქოს მაინც მზად ვარ ზღვისთვის.“

მარი, 19 წლის: „ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადები ამ სეზონისთვის. ვყიდულობ სათვალეებს, ქუდებს, მძივებს და შორტებს, ამ სეზონისთვის უკვე ზამთრიდან ვემზადები; მიყვარს კიდევ ფერადი შარფები და ყოველ წელს ვყიდულობ რამდენიმეს. გრეის კელის მანია მაქვს, იგი აგროვებდა აბრეშუმის შარფებს და კოლექციაც ჰქონდა. მთლად გრეის კელივით არ ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ზღვისთვის შარფი ძალიან ლამაზი და ქალური დეტალია.“

ანი, 23 წლის: „არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს - დავამატებ ძალიან ბევრ შორტს და მაისურებს.“

ნოდარი, 24 წლის: „განსაკუთრებულად არ ვემზადები. უბრალოდ, რამდენიმე მაისურს ვყიდულობ ამ სეზონისთვის და კარგ შორტს. ორივე ნაყიდი მაქვს.“

ლაშა, 23 წლის: „დედაჩემი მიგზავნის კარგ რაღაცეებს საბერძნეთიდან, ასე რომ, ზღვაზე წასასვლელად თითქმის მზად ვარ. რასაც დიდ მნიშვნელობას ვაქცევ, ეს სათვალეა. „ვიდზე“ რომ იყო, კარგი სათვალე ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს.“

თეონა, 20 წლის: „განსაკუთრებით მიყვარს ზაფხული და ყოველთვის ვცდილობ, დავისვენო ზღვაზე. უამრავი აქსესუარი მაქვს შეძენილი უკვე, მაგრამ კიდევ ბევრ რამეს დავამატებდი... ვაპირებ, კიდევ შევიძინო სხვადასხვა საჭირო ნივთი.“

ხატია, 23 წლის: „პირველ რიგში მჭირდება ღია და სექსუალური საცურაო კოსტიუმები, სარაფნები, აგრეთვე - შორტები და ამ ყველაფერს სჭირდება საზღვაო ჩანთა და სახე რომ არ დავიწვა, კარგი „შლიაპკა“ მჭირდება. დანარჩენი არ მახსენდება.“

ქრისტინე, 25 წლის: „ყველაფერი არც მჭირდება, ხელფასი რამდენად გამწვდება, არ ვიცი. კაი იქნებოდა, ელასტიური ხელფასი რომ მქონდეს. ზღვაზე წასვლისთვის მზადებას ყოველთვის ვიწყებ დამცავი კრემების და ლოსიონების ყიდვით. ვაპირებ სანდლებისა და ახალი საცურაო კოსტიუმის ყიდვას. ყოველ წელს ახალს ვყიდულობ. ასე რომ, შეიძლება ყოველდღე სხვადასხვა საცურაო კოსტიუმში გამოვეწყო.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია