დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაასვენებენ თუ არა ქუთაისის მერიის წინ გარდაცვლილს?
2013/06/13 13:35:49

ქუთაისში ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სკოლაში შესახლებული 58 წლის ნანა ბერიკაშვილი დღეს გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი შენობიდან მათი შესაძლო გამოსახლებაა. გარდაცვლილი ოთხი დღის წინ გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს კი სახლში მოყვანის შემდეგ, განმეორებითი შეტევის გამო, გარდაიცვალა.

სამხატვრო სკოლის ბინადრებმა დახმარებისათვის გამარჯვების მუნიციპალიტეტს მიმართეს, სადაც უპასუხეს, რომ რეაგირებას ხუთ დღეში მოახდენენ. ვინაიდან მათ არ აქვთ საშუალება იქირაონ სპეციალური „მაცივარი“, არსებობს სარფთხე, რომ მიცვალებული მალე გაიხრწნას. ამიტომ, სამხატვრო სკოლაში შესახლებულები ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის გამო, აპირებენ მიცვალებული მერიის წინ დაასვენონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1843
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია