ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესო გაზდელიანმა, ბიზნესცენტრის შუშის კარს მძიმე საგანი ესროლა და კარი ჩაამტვრია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფრომაციით, ბესო გაზდელიანი დაკავებულია.
წყარო: http://www.info9.ge/