ლონდონში გამართული "მის მსოფლიო 2014"-ის გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი როლის სტრაუსი გახდა. მეორე ადგილი უნგრელმა ედინა კულშარმა დაიკავა, მესამეზე კი ამერიკელი ელიზაბეტ საფრიტი გავიდა.
რაც შეეხება გამარჯვებულ როლის სტრაუსს, იგი სამედიცინო ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და ოცნებობს, ექიმი გახდეს. თავისუფალ დროს გოლფის თამაშით და ველოსიპედის ტარებით ერთობა. გარდა ამისა, იგი უკრავს ფლეიტაზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
შეგახსენებთ, რომ "მის მსოფლიო 2014-ის" კონკურსში სულ 122 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.